ვეა სპრეი.Vea Spray
70
E ვიტამინის კონცენტრანტი სპრეის ფორმით, მშრალი ზეთი
დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტი, აღადგენს კანის ბარიერულ თვისებებს, უზრუნველყოფს კანის ელასტიურობის მომატებას და ამშვიდებს ქავილს.
სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან ფენას
ჩვენება
ახალშობილები და ბავშვები
- ახალშობილებში და ბავშვებში სახის და ტანის დამატენიანებელი - ვეა სპრეი გამოიყენება დაბადების პირველივე დღიდან. იცავს ახალშობილის კანს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან. ატენიანებს კანს, ეხმარება ბარიერული თვისებების აღდგენაში და აღმოფხრის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს.ის სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან, არის მსუბუქი და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას.ამცირებს კანის დაჭიმულობას, კანს ხდის უფრო რბილს და ელასტიურს. 100% ჰიპოალერგიული.
- გაღიზიანებული და ალერგიისკენ მიდრეკილი კანი - მშრალი, გაღიზიანებული და ალერგიული კანის შემთხვევაში ის კანზე წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას და უზრუნველყოფს გაღიზიანების სწრაფად მოხსნას გართულებების გარეშე. ამშვიდებს ქავილს,აღადგენს,ატენიანებს დაზიანებულ უბნებს და ამცირებს კანის აქერცვლას
- ახალშობილთა ფუფხები - უზრუნველყოფს ფუფხის სწრაფ და ეფექტურ მოშორებას და აღმოფხვრის მის თავიდან განვითარებას. იცავს თავის კანს გაღიზიანებისგან, ამშვიდებს, ატენიენებს და კვებავს თავის თმიან საფარველს
მოზრდილები
- სახის ანტიოქსიდანტური ბაზა -კვებავს კანს E-ვიტამინით,აჯანსაღებს კანს და ანელებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს.ასევე გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ,როგორც დამცავი ბაზა. კანის გაღიზიანების და დაზიანების შემთხვევაში, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი სწრაფად ხსნის გაღიზიანებას,ქავილს და ხსნის კანის სიწითლეს. მისი გამოყენება რეკომენდებულია სახის კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ (გაწმენდა, პილინგი, ეპილაცია).
- დაბანის შემდგომ ტანის დამატენიანებელი - იცავს კანს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან, ის სწრაფად შეიწოვება კანის ღრმა ფენებში, არის მსუბუქი და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას.ამცირებს კანის დაჭიმულობას, კანს ხდის უფრო რბილს, ელასტიურს და ბზინვარეს.ვეა სპრეი გამოიყენება ეპილაციის შემდეგ - ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს.
- დაზიანებული, მშრალი და მსხვრევადი თმის მკვებავი ზეთი - აჯანსაღებს და ხდის თმას ბზინვარეს, ამშვიდებს გაღიზინებულ და მოჭიმულ თავის კანს და ამცირებს ქავილს.რეკომენდებულია მათთვის ვინც ხშირად იღებავს თმას
- მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალება -ვეა სპრეი უზრუნველყოფს რუჯის თანაბარ და სწორ მიღებას,იცავს კანს ულტრაიისფერი მავნე გამოსხივებისგან,კვებავს კანს E - ვიტამინით და უზრუნველყოფს მზით გამოწვეული გაღიზიანების პრევენციას. მისი გამოყენება რეკომენდებულია მზეზე გასვლის წინ და შემდეგ
- სტრიების პრევენცია და კორექცია ,ამცირებს ქავილს ორსულობის დროს-მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში ამცირებს სტრიების განვითარების რისკს,ამავდროულად ხსნის დაჭიმულობის და ქავილის შეგრძნებას. ის სწრაფად შეიწოვება კანის ღრმა ფენებში,აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას კანის ზედაპირზე
გამოყენება
გამოიყენება ბავშვებში 0 ასაკიდან, მოზრდილებში,ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
- დაზიანებული და მშრალი კანის შემთხვევაში გამოიყენება 2-3 -ჯერ დღეში, ასევე ყოველ 1-2 საათში
- როგორც დამატენიანებელი გამოიყენება ყოველი დაბანის შემდეგ ახალშობილებში, ბავშვებში და მოზრდილებში
- ახალშობილთა ფუფხების შემთხვევაში - შეიზილება ახალშობილის თავის თმიან საფარველზე ყოველი დაბანის წინ 2-3 საათით ადრე, დაბანამდე საჭიროა კარგად დავარცხნა და შემდეგ თავის კარგად ჩამობანა
- თმების დაზინებისგან დაცვის მიზნით გამოიყენება 6-8 მიპკურება ნახევარი საათით ადრე , კოსმეტიკური ტრავმიდან (თმის შეღებვა, გაშრობა, გასწორება,გარუჯვა)
- ხუჭუჭა, სქელი და რთულად დასამორჩილებელი თმებისთვის, გამოიყენება რამოდენიმე მიპკურება, დაბანის შემდეგ
არ შეიცავს გაზს,ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე