+995557555353

veageorgia@gmail.com

მაია ხერხეულიძე - პედიატრი / მედიცინის დოქტორი / მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

 

ახაშობილის და ჩვილი ბავშვის კანი, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი ორგანო და მნიშვნელოვანი ბარიერია, რომელიც იცავს ბავშვის ორგანიზმს გარე ფქტორების ზემოქმედებისგან. მოზრდილთან შედარებით ჩვილის კანი უფრო ნაზია,ფაქიზი, ადვილად ზიანდება და ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რათა თავიდან იყოს აცილებული  კანის ზედაპირიდან სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორის, მათ შორის ინფექციის შეჭრა. კანის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა დაბანა. 6 თვემდე ასაკში მიზანშეწონილია ჩვილის ყოველდღიური, 6 თვის შემდეგ კი დღეგამოშვებით დაბანა. მეტად მნიშვნელოვანია დასაბნი საშუალების სწორად შერჩევა. ჩვილის დასაბანი გელი მიზანშეწონილია იყოს  ჰიპოალერგიული, რომ თავად არ გამოიწვიოს ჩვილის ნაზი კანის  გაღიზიანება. ერთ-ერთ ასეთ დასაბან საშუალებას მიეკუთვნება ვეა დეტერგენტე, რომელიც ევროპული ხარისხის, ჰიპოალერგიული დასაბანი გელია, რომელიც გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. ვეა - დეტერგენტე შეიცავს E ვიტამინს, რომელიც არაჩვეულებრივად კვებავს, ატენენიანებს ჩვილის კანს და იცავს მას გამოშრობისგან. მისი გამოიყენება მიზანშეწონილია როგორც კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ისე უკვე გამოხატული დაზიანების სამკურნალოდ.  ატოპური დერმატიტის, ალერგიის , მშრალი კანის შემთხვევაში ვეა დეტერგენტეთი დაბანა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის წვისა და ქავილის შეგრძნებას. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო ვეა დეტერგენტე და დაიცავით ბავშვის კანი გაღიზიანებისა და ალერგიისგან.

 

 

 

თამარ ობგაიძე - პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში

 

 

რეკომენდაცია მეძუძური დედებისთვის, როგორ ავირიდოთ ძუძუს დვრილების დახეთქვა

ძუძუთი კვება საუკეთესო კვებაა ახალშობილების და ჩვილებისათვის! თუმცა არსებობს პრობლემა, რომელთა დროს ძუძუთი კვების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება დისკომფორტის გამო, რასაც ქალის ძუძუს დვრილების დახეთქვა ჰქვია. ამ პრობლემის მიზანია ძუძუზე ბავშვის არასწორი მოჭიდებაა, რომლის დროს ჩვილი ეჭიდება და წოვს მხოლოდ ძუძუს თავს. ძლიერი ტკივილი, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ბუნებრივ კვების შეზღუდვის და ახალშობილის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის მიზეზი.


არადა, ამ პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილია!

პირველ რიგში, ეცადეთ, სწორად მოაჭიდოთ ჩვილი ძუძუს.

აი, სწორი მოჭიდების ნიშნები:

• ბავშვი მთელი სხეულითაა შეტრიალებული დედისკენ და ეხება მის სხეულს
• ბავშვის ნიკაპი ძუძუზეა მიბჯენილი
• პირი ფართოდ აქვს გაღებული, საიდანაც პირის ღრუს ლორწოვანი ჩანს
• ლოყები გამობერილია და არ მონაწილეობს წოვით აქტში
• ბავშვი მოჭიდებულია არა მარტო ძუძუს დვრილს, არამედ მასთან ერთად არეოლის დიდ ნაწილსაც.
• არეოლის უფრო მეტი ნაწილი ბავშვის ზედა ტუჩთან ჩანს, ვიდრე ქვედა ტუჩთან
• ყოველ 1-2 წოვით აქტს ყლაპვა მოჰყვება
• ბავშვი კმაყოფილია, მშვიდადაა
• დედას ძუძუს არეში ტკივილი არ აწუხებს

 ძუძუს დვრილების მთლიანობის აღდგენისათვის გამოიყენეთ მარტივი მეთოდი –წაისვით გამოწველილი რძე ძუძუს დაზიანებულ თავეზე და გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე. რძეში არსებული ინგრედიენტები ხელს უწყობს კანის შეხორცების პროცესს.

 მეორე ფაქტი, რასაც ასევე აღარ სჭირდება გადამოწმება, E ვიტამინის როლია ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში, გასული საუკუნის 20-ანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ევანსმა და ბიშოპმა დაადგინეს E ვიტამინის (ტოკოფეროლის) გავლენა ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციაზე, უამრავი კვლევა განხოცრიელდა, რომელმაც ტოკოფეროლის მრავალი დადებითი თვისება წარმოაჩინა.
 E ვიტამინი მძლავრი ანტიოქსიდანტია, ის იწვევს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, სწრაფად და ეფექტურად აღადგენს კანის და ლორწოვანი გარსების მთლიანობას, ამადვროულად აქვს ანტიანთებითი ეფექტი. სწორედ ამიტომ დახეთქილი ძუძუს თავების სწრაფი შეხორცებისათვის გირჩევთ ვეა ოლიოს გამოყენებას. სქელი, თაფლისმგვარი კონსისტენციის მქონე ვეა ოლიო ქმნის განსაკუთრებულ კომფორტს დაზანებულ ძუძუს თავებზე წასმისას.
ვეა ოლიო არ საჭიროებს ჩამობანას და ახოროცებს დაზიანებულ კანს ეფექტურად და სწრაფად. ტკივილი ქრება და თამამად შეგძილიათ განაგრძოთ ჩვილის ძუძუთი კვება –ყველაზე საუკეთესო კვება თქვენი პატარასათვის!

 

მაია დათუაშვილი - დერმატოლოგი

ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდულად საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, ხოლო მუდვივად ითხოვს კანის სპეციფიურ მოვლას და ზოგჯერ შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას.
ვეა ოლიოს კრემი - ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა ატოპიური დერმატიტის როგორც აქტიურ ფაზაში ისე რემისიის პერიოდში სამკურნალოდ.  მისი დამატენიანებელ-დამარბილებელი თვისებები მნიშვნელოვნად ამცირებენ აქტიური მკურნალობისთვის საჭირო სტეროიდული პრეპარატების გამოყენების სიხშირეს, და შესაბამისად თავიდან გვაცილებს მათი ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს.  
ძირითადი მკურნალობა პლიუს ფონური თერაპია ვეა ოლიოს კრემით აჩქარებს გამწვავების პროცესის უკუგანვითარებას, ხოლო მისი შემანარჩუნებელ თერაპიაში  გამოყენება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს რემისიის (დროებითი გაუმჯბესების) პერიოდს.

 

მიხეილ ხუჯაძე-ოტორინოლარინგოლოგი/მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

 

ვეა ორისი-ცხვირ-ხახის მიდამოზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში,წარმოქმნის ანტიოქსიდანტურ დამცავ ფენას და პაციენტს ეხმარება შეუმსუბუქოს ოპერაციის შემდგომი დისკომფორტი (ტკივილი,სუნი),რადგანაც მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინი E  აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის პროცესს და ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას

 

 

 

 

 

დავით მაღრაძე-ოტორინოლარინგოლოგი

ვეა ორისი ტონზილექტომიის შემდგომ პერიოდში გვეხმარება თავიდან  ავიცილოთ შემდეგი გართულებები,როგორიცაა ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვის დროს,სიმშრალე (კატარი),სისხლდენა,ბაქტერიებით ინფიცირება.რადგანაც ის წარმოადგენს ვიტამინ-E-ს კონცენტრატს,რომელიც ადგილობრივად წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას და ხელს უწყობს ჯანსაღი ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას,რაც საბოლოო ჯამში სწრაფი და ეფექტური გამოჯანმრთელების წინაპირობაა.

 

 

 

 

თეონა შულაია - ექიმი დერმატოვენეროლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, ონკოლოგი,მეზოთერაპევტი

ვიტამინი E ზეთის პოტენციურ სარგებელს განაპირობებს მისი ორი ძირითადი მახასიათებელი: ანტიოქსიდანტური თვისებები - ანთებასა და თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო მოქმედება და კანის დამატენიანებელი თვისება.

ვეა სპრეი (ვიტამინი E ზეთი ) ძალიან ეფექტურია, როგორც მშრალი კანის მოვლის საშუალება. იგი ხელს უწყობს კანის დატენიანებას, რაც თავიდან აგვაცილებს სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვისა და სიმშრალის შეგრძნება.

მზისგან დამცავი კრემები დაცვის საუკეთესო სტრატეგიად რჩება. ამავდროულად ვეა სპრეი  ატენიანებს და არბილებს მშრალ, აქერცლილ კანს რაც გვეხმარება დამწვრობის შედეგად განვითარებული წვისა და ქავილის მოხსნაში.
ვიტამინი E ზეთის გამოყენება არის ეფექტური პრევენციული საშუალება მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების საწინააღმდეგოდ, მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გათვალისწინებით.
 
ვიტამინი E ზეთი ასევე ხელს უწყობს ფრჩხილის ჯანმრთელობის დაცვას. წარმოადგენს ფრჩხილის გარშემო აქერცლილი და მშრალი კანის, კუტიკულის მოვლის ეფექტურ საშუალებას.

 

რუსუდან კახიძე - ექიმი დერმატო- ვენეროლოგი და კოსმეტოლოგი

იმისათვის ,რომ შევინარჩუნოთ კანის ჯანმრთელობა და ესთეტიკური მხარე,საჭიროა მისი სწორად მოვლა. კანის სიჯანსაღისთვის ერთ-ერთ შეუცვლელ კომპონენტს წარმოადგენს E ვიტამინი

განსაკუთრებით პრობლემური კანის მკურნალობისა და მიღწეუული შედეგის შესანრჩუუნებლად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მოვლის საშუალებები.

Vea Crema PF - შეიცავს სწორედ ზემოთხსენებულ E ვიტამინს, ასევე მწვანე ჩაის და ყურძნის წიპწისგან გამოყოფილ პოლიფენოლებს.

ეს კომპონენტები გამოირჩევიან მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედებით.იცავენ კანს,როგორც გარეგანი,აგრეთვე მეტაბოლური პროცესების შედეგად წარმოქმნილი მავნე ნივთიერებებისაგან, კონკრეტულად კი,თავისუფალი რადიკალებისგან.

Vea Crema PF - ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ენდოგენური კოლაგენის სინთეზის ხარჯზე ზრდის კანის ელასტიურობას და კანს აძლევს ჯანსაღ ფერს.

 

 

მადონა ჯუღელი-გინეკოლოგი /მედიცინის აკადემიური დოქტორი. საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის დეპარტემენტის ხელმძღვანელი გინეკოლოგი,მედიცინის დოქტორი,საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი

ატროფიული ვულვო-ვაგინიტების დროს არჩევის პრეპარატად რჩება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია,როგორც სისტემური,ასევე ადგილობრივი.თუმცა ონკოპათოლოგიის დროს,ან  ანამნეზში ინკოლოგიური დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში,ზემოთაღნიშნული პრეპარატები აკრძალულია.
ალტერნატიული გზების ძიებისას ქალის ფიზიოლოგიასთან მიახლოებული რჩება ვიტამინ E-ს საფუველზე შექმნილი,ნატურალური და უსაფრთხო პროდუქტები,როგორც საცხის სახით (ვეა-ლიპოგელი),ასევე კაფსულირებული ფორმა (ფილმე-ჯინო).
ესთეტიკურ მედიცინაში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლით დაინერგა რეფრექციული CO2 ლაზერის გამოყენება.(Monaliza  Touch),რომლის მთავარი დანიშნულებაა,არაქირურგიული გზით ვულვის ლაზერული გაახალგაზრდავება - პლასტიკა.რის შემდგომა დამატებით საშუალებად (აღმდგენი და რეგენერაციული)მოაზრება ზემოთმითითებული პრეპარატები.