ყველა პროდუქტი
ვეა ოლიო.Vea Olio
60
100% ვიტამინი E
ანტიოქსიდანტი,რეგენერაციის მასტიმულირებელი, ამაღლებს კანის ბარიერულ თვისებებს, ამშვიდებს და აღადგენს მგრძნობიარე კანის მიდამოებს, იცავს პირის ღრუს ლორწოვანს და აქვს ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ჩვენება
- ლაქტაციის პერიოდი - მეძუძურ დედებში დახეთქილი ძუძუს დვრილების მკურნალობა და პრევენცია, არ საჭიროებს ჩამობანას (სწრაფად აღადგენს დამსკდარ არეებს, წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას,აღმოფხვრის ნახეთქების თავიდან განვითარებას
- ტუჩი - ჰეილიტი, ნახეთქები, სიწითლე, დამწვრობა
- ფრჩხილი - მსხვრევადი და მშრალი სუსტი ფრჩხილები, ყვითელი ფრჩხილის სინდრომი
- კანი - დიათეზი, დერმატიტი, ქრონიკურლი ეგზემა, ფსორიაზი, დიაბეტური ტერფი (ლოკალური მიდამოები)
- პირის ღრუ - ერთეული აფთები, სტომატიტი, წყლულები, პროთეზირებით გამოწვეული გაღიზიანება, ქირურგიული მანიპულაციების შემდგომ, დამწვრობა
- ანალური ზონა - სიხლდენა ანალურ ნაწილში, ჰემოროიდული კვანძები
- ვეა ოლიო ასევე გამოიყენება თვალის გარშემო კანის მოსავლელად,კვებავს კანს ე ვიტამინით და აქვს ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება
გამოყენების წესი
გამოიყენება ბავშვებში 0 ასაკიდან, მოზრდილებში,ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
2-3 ჯერ დღეში, ასევე საჭიროებისამებრ ყოველ 1 საათში -7-14-28 დღე;
ქრონიკულ შემთხვევებში გამოიყენება , როგორც მუდმივი მოვლის საშუალება.
ვეა დეტერგენტე.Vea Detergente
50
ჰიპოალერგიული დასაბანი გელი სუფთა ვიტამინი E -ს შემცველობით,სახის,ტანისთვის და ინტიმური ზონებისთვის
ახალშობილები, ბავშვები და უფროსები
pH ბალანსი, SLE/SLES თავისუფალი
ახალი ფორმულა, შეიცავს ერთ არაიონურ ზედაპირულად აქტიურ სუბსტანციას
ჩვენება
- ყოველდღიური დასაბანი გელი დაბადების პირველივე დღეებიდან.ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს კანს. ის ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით უზრუნველყოფს ბავშვის კანის სწრაფ დატენიანებას და ზრდის კანის დამცველობით უნარს . არ იწვევს კანის გამოშრობას
-
ატოპიური, მგრძნობიარე და ალერგიისკენ მიდრეკილი კანის მოვლა, ამშვიდებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს,უზრუნველყოფს კანის დატენიანებას,ზრდის მის დამცველობით უნარს და ამშვიდებს გაღიზიანებას
- მაკიაჟის მოსაშორებელი სახის დასაბანი გელი -არ იწვევს სახის კანის გამოშრობას, ატენიანებს და უზრუნველყოფს გაღიზიანების და დაღლილობის მოხსნას, მატებს კანს ელასტიურობას და აქვს აქვს ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება
-
ინტიმური ზონის ყოველდღიური მოვლა. ამცირებს გაღიზიანებას და წვას. ხელს უწყობს ბუნებრივი მიკროფლორის და PH-ის შენარჩუნებას, ამცირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარების რისკს,უზრუნველყოფს ანთებითი და ალერგიული პროცესების პრევენციას.
გამოყენაბა
ვინაიდან ვეა დეტერგენტე არ შეიცავს საპონს ის არ ქაფთება და კარგად ახდენს კანის ზედაპირის გაწმენდას გამოშრობის და დაჭიმულობის გარეშე. არ აღიზიანებს თვალებს და მისი შემთხვევითი მოხვედრა პირის ღრუში არის უსაფრთხო
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ვეა ზინკო.Vea Zinco
70
ინოვაციური პასტა - თუთიის ოქსიდის (30%) და ვიტამინი E გაძლიერებული მოქმედებით
ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, მაეპითელიზირებელი, ბარიერული, ქავილის შემამსუბუქებელი
ჩვენება
- აკნე
- საფენის დერმატიტი,გამოყელვა, ნაოფლი, დამწვრობა, ჩუტყვავილა - ახალშობილებში და ბავშვებში
- მზით დამწვრობა, ეგზემა გამწვავების სტადიაში,ქიმიოთერაპიით გამოწვეული დერმატიტი, კანის წყლულოვანი დაზიანებები,ერითემა,ნაწოლები
- ბუასილი
ვეა ზინკო ინარჩუნებს სიმშრალეს, კანზე მოქმედებს როგორც წყალგამძლე ბარიერული აპკი შესაბამისად აღმოფხვრის საფენით, ტენიანობით გამოწვეულ დერმატიტებს.
იცავს, ატენიანებს, არის ემოლიანტი და ანტიოქსიდანტი, აძლიერებს კანის ზედაპირის ბარიერულ თვისებებს.
გამოყენება
გამოიყენება ბავშვებში 0 ასაკიდან, მოზრდილებში,ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
- ახალშობილებში გამოიყენება როგორც კანის გაღიზიანების პრევენციისთვის ყოველდღიურად, ასევე გაღიზიანების გამოჩენის პირველივე სიმპტომებისთანავე (საფენის დერმატიტი, გამოყელვა,ნაოფლი)
- მწვავე შემთხვევებში გამოიყენება 2-3 - ჯერ დღეში, 7-14-28 დღის განმავლობაში
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ვეა სპრეი.Vea Spray
70
E ვიტამინის კონცენტრანტი სპრეის ფორმით, მშრალი ზეთი
დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტი, აღადგენს კანის ბარიერულ თვისებებს, უზრუნველყოფს კანის ელასტიურობის მომატებას და ამშვიდებს ქავილს.
სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან ფენას
ჩვენება
ახალშობილები და ბავშვები
- ახალშობილებში და ბავშვებში სახის და ტანის დამატენიანებელი - ვეა სპრეი გამოიყენება დაბადების პირველივე დღიდან. იცავს ახალშობილის კანს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან. ატენიანებს კანს, ეხმარება ბარიერული თვისებების აღდგენაში და აღმოფხრის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს.ის სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან, არის მსუბუქი და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას.ამცირებს კანის დაჭიმულობას, კანს ხდის უფრო რბილს და ელასტიურს. 100% ჰიპოალერგიული.
- გაღიზიანებული და ალერგიისკენ მიდრეკილი კანი - მშრალი, გაღიზიანებული და ალერგიული კანის შემთხვევაში ის კანზე წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას და უზრუნველყოფს გაღიზიანების სწრაფად მოხსნას გართულებების გარეშე. ამშვიდებს ქავილს,აღადგენს,ატენიანებს დაზიანებულ უბნებს და ამცირებს კანის აქერცვლას
- ახალშობილთა ფუფხები - უზრუნველყოფს ფუფხის სწრაფ და ეფექტურ მოშორებას და აღმოფხვრის მის თავიდან განვითარებას. იცავს თავის კანს გაღიზიანებისგან, ამშვიდებს, ატენიენებს და კვებავს თავის თმიან საფარველს
მოზრდილები
- სახის ანტიოქსიდანტური ბაზა -კვებავს კანს E-ვიტამინით,აჯანსაღებს კანს და ანელებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს.ასევე გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ,როგორც დამცავი ბაზა. კანის გაღიზიანების და დაზიანების შემთხვევაში, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი სწრაფად ხსნის გაღიზიანებას,ქავილს და ხსნის კანის სიწითლეს. მისი გამოყენება რეკომენდებულია სახის კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ (გაწმენდა, პილინგი, ეპილაცია).
- დაბანის შემდგომ ტანის დამატენიანებელი - იცავს კანს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან, ის სწრაფად შეიწოვება კანის ღრმა ფენებში, არის მსუბუქი და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას.ამცირებს კანის დაჭიმულობას, კანს ხდის უფრო რბილს, ელასტიურს და ბზინვარეს.ვეა სპრეი გამოიყენება ეპილაციის შემდეგ - ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს.
- დაზიანებული, მშრალი და მსხვრევადი თმის მკვებავი ზეთი - აჯანსაღებს და ხდის თმას ბზინვარეს, ამშვიდებს გაღიზინებულ და მოჭიმულ თავის კანს და ამცირებს ქავილს.რეკომენდებულია მათთვის ვინც ხშირად იღებავს თმას
- მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალება -ვეა სპრეი უზრუნველყოფს რუჯის თანაბარ და სწორ მიღებას,იცავს კანს ულტრაიისფერი მავნე გამოსხივებისგან,კვებავს კანს E - ვიტამინით და უზრუნველყოფს მზით გამოწვეული გაღიზიანების პრევენციას. მისი გამოყენება რეკომენდებულია მზეზე გასვლის წინ და შემდეგ
- სტრიების პრევენცია და კორექცია ,ამცირებს ქავილს ორსულობის დროს-მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში ამცირებს სტრიების განვითარების რისკს,ამავდროულად ხსნის დაჭიმულობის და ქავილის შეგრძნებას. ის სწრაფად შეიწოვება კანის ღრმა ფენებში,აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას კანის ზედაპირზე
გამოყენება
გამოიყენება ბავშვებში 0 ასაკიდან, მოზრდილებში,ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
- დაზიანებული და მშრალი კანის შემთხვევაში გამოიყენება 2-3 -ჯერ დღეში, ასევე ყოველ 1-2 საათში
- როგორც დამატენიანებელი გამოიყენება ყოველი დაბანის შემდეგ ახალშობილებში, ბავშვებში და მოზრდილებში
- ახალშობილთა ფუფხების შემთხვევაში - შეიზილება ახალშობილის თავის თმიან საფარველზე ყოველი დაბანის წინ 2-3 საათით ადრე, დაბანამდე საჭიროა კარგად დავარცხნა და შემდეგ თავის კარგად ჩამობანა
- თმების დაზინებისგან დაცვის მიზნით გამოიყენება 6-8 მიპკურება ნახევარი საათით ადრე , კოსმეტიკური ტრავმიდან (თმის შეღებვა, გაშრობა, გასწორება,გარუჯვა)
- ხუჭუჭა, სქელი და რთულად დასამორჩილებელი თმებისთვის, გამოიყენება რამოდენიმე მიპკურება, დაბანის შემდეგ
არ შეიცავს გაზს,ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ვეა ორისი.Vea Oris
60
პირის ღრუს ზეთოვანი სპრეი E ვიტამინის შემცველობით
რეგენერაციის(შეხორცების) მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტი
ჩვენება
- სტომატიტი, აფთა, პირის ღრუს დამწვრობა, ჰიპოსალივაცია,გლოსიტი, პემფიგუსი, ლეიკოპლაკია, შეგრენის სინდრომი.
- ყელის სიმშრალე , ხმის ჩახლეჩა, ხმის იოგების პრობლემები (განსაკუთრებით მომღერლებში),რეციდიული მშრალი ხველა, მწვავე ფარინგიტი, ატროფიული ფარინგიტი, ტონზილიტი,
- გინგივიტი, წყლული, ეროზია,რეტრაქცია, პაროდონტული ოპერაციების შემდეგ
- პირ-ხახის მიდამოს ოპერაციის შემდეგ
- ბრეკეტებით გამოწვეული პირის ღრუს დაზიანებება, ნაწოლები მოსახსნელი პრეთეზების შეგუების პერიოდში
გამოყენება
გამოიყენება ბავშვებში 0 ასაკიდან, მოზრდილებში,ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
გამოიყენება 2-3 ჯერ დღეში, ასევე საჭიროებისამებრ ყოველ 1-2 საათში (დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე). ქრონიკულ შემთხვევებში - ვეა სპრეის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროით.
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ვეა ლიპოგელი.Vea Lipogel
70
ემოლიანტი, ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, აღმდგენი , ამცირებს ქავილს
ჩვენება
- მშრალი, ძალიან მშრალი და ატოპიისკენ მიდრეკილი კანის მოვლის საშუალება სახისთვის და სხეულისთვის - ის კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ჰიდროლიპიდურ შრეს და ამცირებს კანის აქერცვლას და გაღიზიანებას განსაკუთრებით ცივ ამინდში. ვეა ლიპოგელს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური და რეგენერაციის მასტიმულირებელი თვისებები, რის გამოც ის სწრაფად ახდენს დაზიანებული , ანთებითი უბნების ალაგებას. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს
- ფსორიაზი და აქერცვლისკენ მიდრეკილი კანი - ამცირებს კანის აქეცვლას,აღადგენს,ატენიანებს დაზიანებულ უბნებს და ამცირებს ქავილს. ვეა ლიპოგელს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური და რეგენერაციის მასტიმულირებელი თვისებები, რის გამოც ის სწრაფად ახდენს დაზიანებული , ანთებითი უბნების ალაგებას. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს.
- სახის და თვალის ირგვლივ კანის მოვლა ძალიან მშრალი და სენსიტიური კანისთვის -კვებავს და ატენიანებს კანს ხანგრძლივი დროის მანძილზე. ის კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ შრეს, ზრდის კანის დამცველობით უნარს თავისუფალი რადიკალების მიმართ და ანელებს დაბერების პროცესს. უზრუნველყოფს კანის დაცვას დღეც და ღამეც,ამცირებს კოლაგენის ბოჭკოების დეგენერაციას და მატებს კანს ელასტიურობას.
ვეა ლიპოგელს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური და რეგენერაციის მასტიმულირებელი თვისებები, რის გამოც ის სწრაფად ახდენს დაზიანებული , ანთებითი უბნების ალაგებას. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს, შედეგად კანი ხდება ბზინვარე, გლუვი და ჯანსაღი.
ვეა ლიპოგელის გამოყენება შესაძლებელია იმ პირებში ვინც ალერგიულია ტიპიური კოსმეტიკის მიმართ
-
ჰეილიტი, ტუჩის ნახეთქები, სიმშრალე, დაჭიმულობა, სისხლმდენი ჭრილობები, გაღიზიანება გამოწვეული მეტეოროლოგიური ფაქტორით - ამშვიდებს ტუჩის გაღიზიანებულ კერებს, ატენიანებს,არბილებს ტუჩებს და იცავს გარე ფაქტორებისგან, სწრაფად აღადგენს ტუჩის ნახეთქებს და აღმოფხვრის გართულებების რისკს. ის ტუჩის ზედაპირს გადაეფარება როგორც ანტიოქსიდანტური დამცავი ბარიერი და უზრუნველყოფს ტუჩის ხანგრძლივ დატენიანებას.
- ჰიპერტროფული, ატროფიული(სტრიები), კელოიდური ნაწიბურების კორექცია და პრევენცია - მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში ამცირებს სტრიების განვითარების რისკს. ის მატებს კანს ელასტიურობას და ამცირებს კანის დაჭიმულობით წარმოქმნილ ქავილს
- ვაგინალური სიმშრალე, წვა, ქავილი, ვულვიტი , გენიტალური ფსორიაზი,ლუბრიკანტი სექსუალური აქტის წინ - ზრდის ლორწოვანი გარსის დამცველობით თვისებებს, ის ატენიანებს, მოქმედებს როგორც ატიოქსიდანტი უზრუნველყოფს წვის, ქავილის და გაღიზიანების მოხსნას(განსაკუთრებით შარდვის დროს). მტკივნეული სექსუალური აქტის შემთხვევაში, ვეა ლიპოგელი გამოიყენება,როგორც ლუბრიკანტი. ატენიანებს საშოს ლორწოვანს, სქესობრივ აქტს ხდის უმტკივნეულოს, მოქმედებს როგორც ატიოქსიდანტი და ახდენს ანთებითი პროცესების პრევენციას
გამოყენებების წესი
გამოიყენება ბავშვებში 0 ასაკიდან, მოზრდილებში,ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში
მწვავე შემთხვევებში გამოიყენება 2-3 ჯერ დღეში, ასევე საჭიროებისამებრ ყოველ 1 საათში -7-14-28 დღე;
ვეა ლიპოგელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მწვავე შემთხვევებში ასევე მუდმივი მოვლისთვის
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ვეას კრემი PF. VEA CREMA PF
95
დღის და ღამის ჰიპოალერგიული სახის კრემი-ანტიოქსიდანტი
ვიტამინი E + პოლიფენოლი (მწვანე ჩაის და ყურძნის ექსტრაქტი)
- ვიტამინი E - მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი - კვებავს, ატენიანებს, აქვს სიწითლის საწინააღმდეგო მოქედება და ამცირებს კანის ნაადრევ დაბერების პროცესს
- პოლიფენოლები - აუმჯობესებს კანის ბარიერულ თვისებებს, ზრდის კოლაგენის ელასტიურობას, უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს და სიმკვრივეს
გამოყენება
- ვეას კრემის გამოყენება შესაძლებელი დღეც და ღამეც, ის უმჯობესებს კანის ბარიერულ თვისებებს, ამცირებს სიწითლეს, უზრუნველყოფს კანის ფერის, ელასტიურობის გაუმჯობესებას და ამცირებს კანის დაბერების პროცესს.
- გამოიყენება ყოველდღიურად ,როგორც დამცავი ბაზა - კვებავს და იცავს კანს გარემო ფაქტორების ყოველდღიური დაბინძურებისგან (რადიაცია,ქიმიური დაბინძურება,თავისუფალი რადიკალები)
- იდეალურია როგორც დამცავი ღამის კრემი, აღადგენს და ასწორებს ზედაპირულ ნაოჭებს
- ვეას კრემის გამოყენება შესაძლებელია იმ პირებში ვინც ალერგიულია სტანდარტული კოსმეტიკის მიმართ, ის ემსახურება კანის ნაადრევი დაბერების პრევენციას და კორექციას
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე