ვეა - (VEA -Vitamin E Acetate) - არის ბოლო თაობის იტალიური სამკურნალო, ჰიპოალერგიული კოსმეტიკა, პროდუქციის ძირითადი კომპონენტია დაპატენტებული ტექნოლოგიით მიღებული სუფთა E ვიტამინი
- ვეას პროდუქცია არ შეიცავს - ჰორმონს, შემნახველებს, პარაბენს, დანამეტებს, არომატიზატორებს, კოლორიზატორებს,ნავთობპროდუქტებს რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი.
- არის ნიკელზე და გლუტეინზე ტესტირებული.
- არ შეიცავს წყალსაც კი, ამიტომ არ არსებობს მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის სასარგებლო გარემო.
- სტაბილურია სითბოს სიცივის და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ
- აქვს დამამშვიდენელი(დამარბილებელი) ეფექტი გაღიზიანებულ კანზე, ვინაიდან მას აქვს ლიპიდური აქტივობა მშრალი კანის კონტროლისთვის.
ვეას პროდუქცია გამოიყენება ახალშობილებში, ბავშვებში, მოზრდილებში,ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. ის იცავს კანს დაზიანებისგან, ხოლო უკვე დაზიანებული კანის შემთხვევაში სწრაფად ახდენს გაღიზიანების მოხსნას
გამოყენება - სახე, ტანი, თმა, ფრჩხილი,პირის ღრუ, ტუჩი, ვაგინალური და ანალური მიდამოები
ვეა-ს პროდუქციას აქვს მრავალმხრივი გამოყენება:
ის კანზე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რეგენერაციის (შეხორცების )მასტიმულირებელი, აქვს ნაოჭების საწინაღმდეგო მოქმედება, ატენიანებს და მატებს კანს ელასტიურობას, აძლიარებს კანის დამცველობით უნარს, აქვს ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, არის ბუნებრივი დამცავი მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
დადგენილია ვეას პროდუქციის ეფექტურობა კანის შემდეგი ტიპის დაზიანებებზე- დერმატიტი, ფსორიაზი, აკნე,ეგზემა, მზითდამწვრობა,ნაწიბური (მათ შორის სტრია)
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - ძლიერი ანტიოქსიდანტია, რის გამოც კარგად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევენ უჯრედების დაზიანებას და ანთებით პროცესებს, ასევე ნაადრევი სიბერე არის თავისუფალი რადიკალების აქტიურობის
დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების განეიტრალება ენზიმებისა და ანტიოქსიდანტების დახმარებით, სწორედ ერთ-ერთ ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს ვიტამინი E.
უჯრედის კედელზე ვიტამინი E მოქმედების მექანიზმი :
1)ანტიოქსიდანტური მოქმედება
ვიტამინი E, თავისუფალი რადიკალების შეკავშირების ხარჯზე, იცავს მემბრანას და პლაზმას პეროქსიდაციისგან
2) მასტაბილიზებელი მოქმედება
ვიტამინი E არის სტრუქტურული მდგრადობის ნაწილი, მემბრანულ ფოსფოლიპიდებს შორის.ზრდის სტაბილურობას სხვადსხვა გამღიზიანებლის მიმართ (ანტიგენი, ანთება, ფიზიკური და ქიმიური გამღიზიანებელი)
ვიტამინი E აცეტატი სწრაფად შეიწოვება კანიდან.