ვეას პროდუქცია წარმოადგენს ჰიპოალერგიულ სამკურნალო კოსმეტიკას, რომლის ძირითადი კომპონენტია დაპატენტებული ტექნოლოგიით მიღებული სუფთა E ვიტამინი .
კომპანია ჰულკა რომელიც აწარმოებს ვეას პროდუქციას, დაარსდა 1996 წელს იტალიაში ექიმ, პედიატრ ჯორჯ პანინის მიერ. მწარმოებლის მიზანი იყო შეექმნა სამკურნალო-კოსმეტიკური ხაზი მგრძობიარე და ალერგიული კანისთვის, რომელიც ამავდროულად იქნებოდა უსაფრთხო, ეფექტური და მაღალი ხარისხის. ამისთვის კომპანია პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს საუკეთესო ნედლეულს.
ვეას პროდუქცია შეიქმნა E ვიტამინის დიდი გამოცდილების შედეგად და ჩატარებული აქვს ბევრი კვლევა პროდუქციის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ. ვეა-ს პროდუქცია არ შეიცავს: ჰორმონს, შემნახველებს, პარაბენს, დანამეტებს, არომატიზატორებს, კოლორიზატორებს, ნავთობ პროდუქტებს და ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ვეა არ შეიცავს წყალსაც კი, ამიტომ არ არსებობს მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის სასარგებლო გარემო. არის დერმატოლოგიურად და მიკრობიოლოგიურად ტესტირებული.
კომპანიას აქვს 18 საერთაშორისო სერთიფიკატი, ხოლო ინოვაციური ფორმულა დაცულია 12 ექსკლუზიური პატენტით.
ვეას პროდუქცია განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის 0 წლიდან, ასევე მოზრდილებითვის.
ვეა წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ხოლო საქართველოს ბაზარზე შემოტანილი იქნა 2014 წელს კომპანია ე-მედის მიერ და წარმოადგენს ვეა-ს ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში.