+995557555353

veageorgia@gmail.com

ტანი

ვეა სპრეი. Vea Spray

ვიტამინ E - ს მშრალი ზეთი სახისთვის, ტანისთვის და თმისთვის (ყველა ტიპი კანისთვის). 

პროდუქცია ვეა წარმოადგენს ჰიპოალერგიულ კოსმეტიკას, რომლის ძირითადი კომპონენტია განსაკუთრებული, დაპატენტებული ტექნოლოგიით მიღებული ვიტამინი - E .

ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - ძლიერი ანტიოქსიდანტია, რის გამოც კარგად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ნაოჭების წარმოქმნა და ნაადრევი სიბერე სწორედ თავისუფალი რადიკალების დაგროვების შედეგია და E ვიტამინი მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით კარგად ებრძვის . ვიტამინი E -ს ასევე ახალგაზრდობის, სილამაზის ვიტამინსაც ეძახიან და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ასაკობრივი პრობლემების საწინააღმდეგოდ

 

ჩვენება

 

  • სახის ანტიოქსიდანტური ბაზა -კვებავს კანს E-ვიტამინით,აჯანსაღებს კანს და ანელებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს.ასევე გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ,როგორც დამცავი ბაზა. კანის გაღიზიანების და დაზიანების შემთხვევაში, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი სწრაფად ხსნის გაღიზიანებას,ქავილს და ხსნის კანის სიწითლეს. მისი გამოყენება რეკომენდებულია სახის კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ (გაწმენდა, პილინგი, ეპილაცია).

 

  • დაბანის შემდგომ ტანის დამატენიანებელი - იცავს კანს გარე ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან, ის სწრაფად შეიწოვება კანის ღრმა ფენებში, არის მსუბუქი და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას.ამცირებს კანის დაჭიმულობას, კანს ხდის უფრო რბილს, ელასტიურს და ბზინვარეს.ვეა სპრეი გამოიყენება ეპილაციის შემდეგ - ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს.

 

  • დაზიანებული, მშრალი და მსხვრევადი თმის მკვებავი ზეთი - აჯანსაღებს და ხდის თმას ბზინვარეს, ამშვიდებს გაღიზინებულ და მოჭიმულ თავის კანს და ამცირებს ქავილს.რეკომენდებულია მათთვის ვინც ხშირად იღებავს თმას

 

  • მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალება -ვეა სპრეი უზრუნველყოფს რუჯის თანაბარ და სწორ მიღებას,იცავს კანს ულტრაიისფერი მავნე გამოსხივებისგან,კვებავს კანს E - ვიტამინით და უზრუნველყოფს მზით გამოწვეული გაღიზიანების პრევენციას. მისი გამოყენება რეკომენდებულია მზეზე გასვლის წინ და შემდეგ

 

  • სტრიების პრევენცია და კორექცია ,ამცირებს ქავილს ორსულობის დროს-მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში ამცირებს სტრიების განვითარების რისკს,ამავდროულად ხსნის დაჭიმულობის და ქავილის შეგრძნებას. ის სწრაფად შეიწოვება კანის ღრმა ფენებში,აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას კანის ზედაპირზე

 

 

გამოყენება

  • სახეზე ვეა სპრეი გამოიყენება, როგორც E ვიტამინით მკვებავი, ანტიოქსიდანტური ზეთი დილას და საღამოს სუფთა კანზე,ვეა დეტერგენტეს გელით დაბანის შემდეგ
  • ტანზე ვეა სპრეი გამოიყენება ყოველი დაბანის შემდეგ
  • მშრალი  და გაღიზიანებული კანის შემთხვევაში შესაძლებელია ვეა სპრეის გამოიყენება 2-3 ჯერ დღეში
  • თმის შეღებვის და სხვა ქიმიური ტრავმისგან დაცვის მიზნით რეკომენდებულია ნახევარი საათით ადრე ვეა სპრეის შეზელვა თმაში

 

ასევე რეკომენდებულია ვეა სპრეის გამოყენება სახეზე, ტანზე და თმაზე მზეზე გასვლის წინ და შემდეგ ,რათა  დავიცვათ კანი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან, გამოშრობისგან და ნაადრევი დაბერებისგან.

დაზიანებული თმის და გაყოფილი ბოლოების შემთხვევაში  ვეა სპრეი  შეიზილეთ დაბანის წინ და გაიჩერეთ 1-2 საათი. 

სქელი,ხვეული და დაუმორჩილებელი თმის შემთხვევაში - შეიზილეთ მცირე რაოდენობით თმის ბოლოებში