სახე
ვეა ლიპოგელი.Vea Lipogel
აქერცლილი, ძალიან მშრალი და ალერგიული კანისთვის.
ვეა ლიპოგელი გამოიყენება მშრალი,აქერცლილი და ალერგიული კანის მოვლისთვის. კვებავს და ატენიანებს კანს ხანგრძლივი დროის მანძილზე. ის კანის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ შრეს, ზრდის კანის დამცველობით უნარს თავისუფალი რადიკალების მიმართ და ანელებს დაბერების პროცესს. უზრუნველყოფს კანის დაცვას დღეც და ღამეც,ამცირებს კოლაგენის ბოჭკოების დეგენერაციას და მატებს კანს ელასტიურობას.
ვეა ლიპოგელს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური და რეგენერაციის მასტიმულირებელი თვისებები, რის გამოც ის სწრაფად ახდენს დაზიანებული , ანთებითი უბნების ალაგებას. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს, შედეგად კანი ხდება ბზინვარე, გლუვი და ჯანსაღი.
ვეა ლიპოგელის გამოყენება შესაძლებელია იმ პირებში ვინც ალერგიულია ტიპიური კოსმეტიკის მიმართ
გამოყენება
წაისვით სუფთა და მშრალ კანზე საღამოს ვეა დეტერგენტეს გელით დაბანის შემდგომ სახის, ტუჩის, თვალის ირგვლივ და კისრის მიდამოზე
ძალიან მშრალი კანის შემთხვევაში შესაძლებელია ვეა ლიპოგელის გამოყენება დღის განმავლობაშიც
პროდუქცია ვეა წარმოადგენს ჰიპოალერგიულ კოსმეტიკას, რომლის ძირითადი კომპონენტია განსაკუთრებული, დაპატენტებული ტექნოლოგიით მიღებული ვიტამინი - E .
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - ძლიერი ანტიოქსიდანტია, რის გამოც კარგად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ნაოჭების წარმოქმნა და ნაადრევი სიბერე სწორედ თავისუფალი რადიკალების დაგროვების შედეგია,რომელსაც E ვიტამინი მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით კარგად ებრძვის . ვიტამინი E -ს ასევე ახალგაზრდობის, სილამაზის ვიტამინსაც ეძახიან და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ასაკობრივი პრობლემების საწინააღმდეგოდ
ვეა დეტერგენტე.Vea Detergente
ჰიპოალერგიული სახის დასაბანი გელი ვიტამინი E -ს შემცველობით მშრალი და ალერგიული კანისთვის
ხსნის დაჭიმულობის და სიმშრალის შეგრძნებას, ატენიანებს კანს და მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი
არ შეიცავს საპონს,ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს და ისეთ ნივთიერებებს. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე
ჩვენება
მშრალი და ალერგიული კანის ყოველდღიური დასაბანი გელი. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს კანს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის შემამსუბუქებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. ზრდის კანის დამცველობით უნარს, არ იწვევს კანის გამოშრობას
არ აღიზიანებს თვალებს და მისი შემთხვევითი მოხვედრა პირის ღრუში არის უსაფრთხო
pH ბალანსი, არ შეიცავს საპონს (SLE/SLES თავისუფალი)
გამოყენაბა
ვინაიდან ვეა დეტერგენტე არ შეიცავს საპონს ის არ ქაფთება და კარგად ახდენს კანის ზედაპირის გაწმენდას გამოშრობის და დაჭიმულობის გარეშე
ვეა დეტერეგენტე ასევე გამოიყენება ინტიმური ზონის ყოველდღიური მოვლისთვის
ვეას კრემი PF
დღის და ღამის ჰიპოალერგიული სახის კრემი
ვიტამინი E + პოლიფენოლი (მწვანე ჩაის და ყურძნის ექსტრაქტი)
- ვიტამინი E - მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი - კვებავს, ატენიანებს, აქვს სიწითლის საწინააღმდეგო მოქედება და ამცირებს კანის ნაადრევ დაბერების პროცესს
- პოლიფენოლები - აუმჯობესებს კანის ბარიერულ თვისებებს, ზრდის კოლაგენის ელასტიურობას, უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს და სიმკვრივეს
გამოყენება
- ვეას კრემის გამოყენება შესაძლებელი დღეც და ღამეც, ის უმჯობესებს კანის ბარიერულ თვისებებს, ამცირებს სიწითლეს, უზრუნველყოფს კანის ფერის, ელასტიურობის გაუმჯობესებას და ამცირებს კანის დაბერების პროცესს.
- გამოიყენება ყოველდღიურად ,როგორც დამცავი ბაზა - კვებავს და იცავს კანს გარემო ფაქტორების ყოველდღიური დაბინძურებისგან (რადიაცია,ქიმიური დაბინძურება,თავისუფალი რადიკალები)
- იდეალურია როგორც დამცავი ღამის კრემი, აღადგენს და ასწორებს ზედაპირულ ნაოჭებს
- ვეას კრემის გამოყენება შესაძლებელია იმ პირებში ვინც ალერგიულია სტანდარტული კოსმეტიკის მიმართ, ის ემსახურება კანის ნაადრევი დაბერების პრევენციას და კორექციას
არ შეიცავს ჰორმონს,შემნახველებს,არომატიზატორებს,პარაბენს, ნავთობ პროდუქტებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ტესტირებულია ნიკელზე და გლუტეინზე