მეძუძურთა ნახეთქები
ვეა ოლიო.Vea Olio
100% ვიტამინი E
რეგენერაციის(შეხორცების) მასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული,ანთების საწინააღმდეგო, აღადგენს კანის დამცველობით თვისებებს და ხელს უშლის გართულებების წარმოქმნას
არ შეიცავს ჰორმონს,დანამატებს,არომატიზატორებს,შემნახველებს და ისეთ ნივთიერებებს რაც საზიანოა ბავშვისთვის
ჩვენება
დახეთქილი და დამსკდარი ძუძუს თავების მკურნალობა და პრევენცია ლაქტაციის პერიოდში(მეძუძურ დედებში)
სწრაფად აღადგენს დამსკდარ არეებს, წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას , აღმოფხვრის ნახეთქების თავიდან განვითარებას . ზრდის კანის დამცველობით უნარს,ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას და უზრუნველყოფს გართულებების თავიდან აცილებას.
ვეა ოლიო ზრდის კანის ელასტიურობას რის გამოც ის მაქსიმარურად ამცირებს ძუძუს თავების ტრავმირებას ძუძუს წოვის პროცესში.
არ საჭიროებს ჩამობანას, 100% უსაფრთხო, ჰიპოალერგიული
გამოყენება
ვეა ოლიო დაიტანება ძუძუს თავებზე ყოველი კვების შემდეგ და შუალედში (უნდა წავისვათ და გავიჩეროთ), ამგვარად ის ახდენს ძუძუს თავების დაცვას შემდეგ კვებამდე.გართულებულ შემთხვევებში ასევე გამოიყენება ყოველი კვების წინ.არ საჭიროებს ჩამობანას
ძუძუს თავების დახეთქვის თავიდან არიდების მიზნით უმჯობესია მისი გამოყენების დაწყება ორსულობის ბოლო ტრიმესტრიდან 1-2 -ჯერ დღეში