599275400 / 557555353

veageorgia@gmail.com

ვიტამინი - E

ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - ძლიერი ანტიოქსიდანტია ის ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამით იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.

თავისუფალი რადიკალები არამდგრადი, ძალზე აგრესიული და აქტიური ნაწილაკებია, რომლებიც აზიანებენ ჯანსაღ უჯრედებს და იწვევენ სხვადასხვა დაავადებას. დადგენილია რომ ნაოჭების წარმოქმნა და ნაადრევი სიბერე არის თავისუფალი რადიკალების აქტიურობის შედეგი.

 

თავისუფალი რადიკალებს აკლია ელექტრონები და ამიტომ ართმევს მათ სხვა მოლეკულებს. როდესაც თავისუფალი რადიკალი ურთიერთქმედებს სტაბილურ მოლეკულასთან, ის გარდაქმნის  მდგრად მოლეკულებს თავისუფალ რადიკალებად, იწყება ჯაჭვითი რეაქცია, რის შედეგად წარმოიქმნება მეტი თავისუფალი რადიკალი. სწორედ ეს ხდება უჯრედის დაზიანების, ნაადრევი სიბერის და ბევრი სხვადასხვა დაავადების მიზეზი. 

ანტიოქსიდანტები გადასცემენ თავისუფალ რადიკალებს თავის ერთ–ერთ  ელექტრონს, რითაც სტაბილურ შენაერთებად გარდაქმნიან მათ და აჩერებენ უჯრედებისთვის საზიანო ჯაჭვურ რეაქციებს

 

E ვიტამინი-ს მოქმედება:

ატიოქსიდანტი, რეგენერაციის (შეხორცების მასტიმულირებელი), ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, დამატენიანებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო, ბუნებრივი დამცავი მზიდ ულტრაიისფერი სხივებისგან, ამცირებს ნაწიბურის( სტრიები, აკნეს შემდგომი ნაწიბური) განვითარებას. გამოიყენება დერმატიტების , ფსორიაზის და სხვადასხვა ტიპის გამონაყარის სამკურნალოდ